ახალი ამბები
ჩაკეტვისა და აკრძალვების საფუძველი არ არის - ჯანდაცვის მინისტრი
„ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო სექტორს შესაძლებლობა აქვს, პაციენტს ფაიზერის წარმოების მედიკამენტით „პაქსლოვიდით“ უმკურნალოს.

„მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის რომლებმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ, ასევე მსურველებს, რასაკვირველია, შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს,“ - აღნიშნა აზარაშვილმა.
Print