ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
დღეიდან, პირველი აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყო. Naec.ge-ის ინფორმაციით, 10:00 საათზე გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების შედეგები.

აბიტურიენტებს საგანგებოდ შექმნილ საიტზე საკუთარი ნამუშევრისა და შედეგის - მიღებული პირველადი, "ნედლი" ქულის ნახვა შეუძლიათ.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ", - ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Print