ახალი ამბები
დღეიდან ქორწინება გაძვირდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქორწინების რეგისტრაცია გაძვირებულია. რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში ამიერიდან 75 ლარი ღირს.

სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დრომდე მომსახურების ღირებულება 50 ლარს შეადგენდა.

ტარიფები შეიცვლა სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარად იყო შესაძლებელი, დღეიდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ, სხვა ნებისმიერ დღეს, შაბათ-კვირის გარდა კი, 135 ლარის.

შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის მიმდებარედ) ქორწინების (რიტუალის ჩატარება) 255 ლარი გახდა, აქამდე ეს მომსახურება 170 ლარი ღირდა

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2022 წლის 18 ივლისს მიიღო.
Print