ახალი ამბები
დრიფტის სერიების მიზეზით ზუგდიდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიებია.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი კი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის მიმართულებით.








Print