ახალი ამბები
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ომი 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ათეულობით სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს თანამშრომელი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა.



ფოტო: ლევან გაბეჩავა
Print