ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება მსურველებს დღეიდან შეუძლიათ
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დღეიდან, 8 აგვისტოდან სააპელაციო განაცხადი შეავსონ.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება.

ამავე ცნობით, განაცხადები ელექტრონულ ვებგვერდ online.naec.ge -ზე 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.


Print