ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ომის 14-ე წლისთავთან დაკავშირებით თანადგომას უცხადებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობას აგვისტოს ომის 14-ე წლისთავთან დაკავშირებით თანადგომას უცხადებს და რუსეთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

„სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო არ შორდებოდა იმ ზრახვებს, რომლებსაც სისტემატურად ახორციელებდა 1990-იანი წლებიდან. ისინი მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურებას. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ერთად გავიარეთ. ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ ჩვენს მიწებზე. ამ დღეს მინდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდი ცა მათ თავზე და განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა იმსახურებს ააშენოს თავისი მომავალი ისე, როგორც მას ხედავს“, - განაცხადა გუნბამ.

თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ელჩმა“ აფხაზეთში ოლეგ ბოციევმა მადლობა გადაუხადა „აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და ხალხს ძმური ხალხის მხარდაჭერისთვის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისთვის“.




Print