ახალი ამბები
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენი ჩაერთო.

მესტიაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ამ დროისთვის მათთან სატელეფონო კავშირი არ არის, თუმცა დადგენილია ლოკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათივე განმარტებით უამინდობის გამო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილთან მისვლა ვერ შეძლო. მაშველთა ჯგუფი ტურისტების დასახმარებლად მათკენ ფეხით მიემართებოდა.
Print