ახალი ამბები
თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.

რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია და ისინი ვერტმფრენით მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათივე განმარტებით უამინდობის გამო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილთან მისვლა ვერ შეძლო. მაშველთა ჯგუფი ტურისტების დასახმარებლად მათკენ ფეხით მიემართებოდა.

სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი რამდენიმე საათის წინ ჩაერთო.

Print