ახალი ამბები
სინოპტიკოსები 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

უწყების ცნობით, მაღალ ტემპერატურასთან ერთად ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

„19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, 34, 39 გრადუსი. 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Print