ახალი ამბები
მაშველებმა სოხუმში ორი რუსი ტურისტი გადაარჩინეს
რუსი ტურისტები ვალერი დერიუგინი და მიხაილ ალიევი, რომლებიც სოხუმის სანაპიროდან 2 კმ-ზე მეტ მანძილზე ბანაობდნენ მაშველებმა გადაარჩინეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურისტების ახლობლებმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიმართეს, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო ნავი სანაპირო ზოლზე 30 წუთის განმავლობაში ეძებდა რუსეთის მოქალაქეებს.

ამავე უწყების განმარტებით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Print