ახალი ამბები
ყოველი მესამე გამოკითხული ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების ფული ხშირად არ ჰქონდა - NDI
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. ამის შესახებ „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა არის ცუდი; 38%-ის აზრით - საშუალო და მხოლოდ 4%-ის აზრით - კარგი.

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

ამასთან, გამოკითხული პირებიდან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. კითხვაზე, „ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად“, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: არასდროს - 39%; ყოველთვე ან უფრო ხშირად - 30%; უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე - 29%.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყდრნობა. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).


Print
თეგები: NDI / კვლევა / სიღარიბე /