ახალი ამბები
გზდ-ს თანამშრომლებმა საწვავის ხარისხი შეამოწმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ინფორმაციას გზდ ავრცელებს. ამავე ცნობით, შემოწმება ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, როგორც უწყებაში ამბობენ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

Print