Error
ახალი ამბები
აშშ-ს სენატის კომიტეტმა სირიაში ოპერაციას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაზე სამხედრო ძალის გამოყენების რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა კომიტეტის ათმა წევრმა, 7 - წინააღმდეგი წავიდა, ერთმა სენატორმა კი თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი რეზოლუციით კონგრესს მიმართა. ობამა ცდილობს, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს სირიაზე თავისი გეგმის განსახორციელებლად. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბნებში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, რომლის აქტიური განხილვა მიმდინარეობს, სამხედრო ოპერაციის ვადა 60 დღით უნდა შემოიფარგლოს, ერთი თვით მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. დოკუმენტი ასევე შეიცავს სახმელეთო ოპერაციების ჩატარების აკრძალვას. სენატმა, ასევე მოიწონა სენატორ–რესპუბლიკელის ჯონ მაკკეინის შესწორება, ამბოხებულთათვის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. სენატი რეზოლუციას სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.
Print