ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორი წლის შემდეგ პირველად სასწავლო პროცესი საკუთარი სკოლის შენობაში დღეს განაახლეს. ამით დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.

სასწავლო პროცესი დღეს პირველ სკოლაში ღონისძიებით დაიწყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის ივლისში გამოაცხადა და მისთვის 7 332 141 ლარი გამოყო. ხელშეკრულება კი გამარჯვებულ კომპანიასთან 9 დეკემბერს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები 10 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა.

საბოლოოდ, ბოლო ორი წელია, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს შენობაში არ დასწრებიან.

რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებული იყო მთავარი შენობის რეაბილიტაცია, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობა, ახალი საქვაბე შენობის აგება, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი. ამასთან, შენობის შესასვლელებზე ახალი წინაფრები და თანამედროვე სტანდარტების პანდუსების მოწყობა. ასევე, შშმ პირებისთვის შენობის ორივე სართულზე დამატებითი სველი წერტილების მშენებლობა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის N1 და N12 სკოლების რეაბილიტაციისთვის 7,3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა 

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება - რესურსცენტრი

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა სექტემბრიდან განახლდება - მგფ

ზუგდიდის პირველი სკოლის მოსწავლებისთვის სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება

Print