ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები იზოლაციას არ დაექვემდებარებიან
მთავრობის დადგენილებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ“,- ვკითხულობთ დადგენილებაში.

Print