ახალი ამბები
მაჟორიტარობის კანდიდატი: არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს
სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მამუკა ტუსკაძის განცხადებით, არჩევნები ოლქში კონკურენტუნარიაბ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

"ამ შუალედურ არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ კანდიდატი გავმხდარიყავი. ერთი არჩევნებია და ბუნებრივია ალტერნატივა არა აქვს. იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებია, ჩვენ უნდა გვქონდეს კონკურენტ უნარიანი არჩევნები. დღეს, თეკლათის თემში ტარდება სწორედ კონკურენტ უნარიანი არჩევნები. ჩვენთვის, ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის მთავარი მოზანია მეტჯერ გამოვჩნდეთ საზოგადოების წინაშე. მეტი საშუალება გვქონდეს იმის, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამა გავაცნოთ. რაც შევძელით და განვახორციელეთ თეკლათის თემში. ბუნებრივია, ამდენი ჟურნალისტის შემდეგ კიდევ და კიდევ მეტი საშუალბა გვექნება. დიდი იმედი მაქვს, რომ 2% ნიშნულს კი არადა მეტი შედეგიც მივიღოთ ამ არჩევნებში. კარგი საარჩევნო კამპანია გვქონდა, თავისუფალ გარემოში. მთელმა ოპიზიციურმა სპექტრმა დათმო ეს არჩევნები და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც ასე იზამენ და დაგვითმობენ პოლიტიკურ სპექტს. ჩვენ შევძელით, ის რომ თითეულ ოჯახში შევედით თეკლათში, ყველგან ვიყავი მისული ჩემს მხარდამჭერებთან ერთად. თუ უნდათ, რომ მათი პრობლემები უფრო მაღალ დონეზე იყოს ჩამოსულ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა”,- აღნიშნა ტუსკაძემ.

სენაკის სამ უბანზე არჩვნები ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.

მავე თემაზე:

სენაკში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს - ISFED

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი წარადგინა

ხვალ სენაკში 2 307-მა ამომრჩეველმა მაჟორიტარი ორი კანდიდატიდან უნდა აირჩიოს - ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია

სენაკში, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

მაჟორიტარობის კანდიდატი: ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას
Print