ახალი ამბები
ედიშერ ბაღათურია: შესაძლოა, სენაკის საკრებულოს ბოიკოტი გამოვუცხადოთ
გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, სენაკის საკრებულოს დეპუტატის ედიშერ ბაღათურიას განცხადებით, შესაძლოა, პარტიაში კონსულტაციები დაიწყონ საკრებულოს ბოიკოტთან დაკავშირებით. ბაღათურია განმარტავს, რომ შესაძლოა, კონსულტაციების შემდეგ საკრებულოს ფუნქციობირებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

“ეს არჩევნები არის იმ უკანონო და უსამართლო ქმედებების გაგრძელება, რომელსაც “ქართული ოცნება” სენაკში უკვე ერთ წელზე მეტია აგრძელებს. ამ არჩვნებს არ აღიარებს არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი კანდიდატიც კი ვერ მოძებნა ვინც კონკურენციას გაუწევდა მათ კანდიდატს და არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ეს ყველაფერი გავს რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების აღიარებას, რომელსაც პუტინის გარდა არავინ აღიარებს…
ამ უსამართლო ქმედებებით ოცნება როგორც ჩანს უმრავლესობას მოიპოვებს საკრებულოში. ჩვენ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ შიდა კონსულტაციებს გავდივართ ამასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ბაღათურიამ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიაში განმარტავენ, რომ ისინი ბრძოლას საკრებულოდან აპირებენ.

“არამარტო “ნაციონალური მოძარაობა”, არამედ არცერთი პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აღიარებს. ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ 6 თვის განმავლობაში თუ არ შეიკრიბა საკრებულო, უნდა დაიშალოს და უნდა მოხდეს მისი ხელახალი არჩევა, რასაც “ქართული ოცნება” არაფრად აგდებს და არც აინტერესებს. “ქართული ოცნების” პრიორიტეტებია ხელისუფლება, ძალაუფლება და რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა, რასაც წარმატებით ახორციელებენ. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ძალის ყოფილმა წევრმა უღალატა თავის პრინციპებს, საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ სოფელს, გაიყიდა, ისე როგორც სენაკის ბაზარში იყიდება მწვანილი. სამწუხაროდ ასე ადვილად გაიყიდა. შედეგად დადგა ის, რომ “ქართული ოცნება” სენაკში გაიფორმებს უმრავლესობას, რომელიც გააჩნდა ოპოზიციას და რომელსაც ვახტანგ წურწუმიას წყალობით და მისი ღალატის წყალობით მოიპოვებს.

“ქართული ოცნება” არ შემოდიოდა, თორემ ჩვენ ყველა სხდომას ვესწრებოდით. “ქართული ოცნება” თავიანთ ჩანიშნულ სხდომაზეც კი არ გამოცხადდა. ჩვენ ჩვეულებრივ, უფრო მეტად ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, არა მარტო სენაკში, არამედ მთელ საქართველოში ჩამოცილდება რუსული ოცნება, დამთავრდება მარაზმი და ქვეყანა დაადგება განვითარების გზას” , - განაცხადა ლაშა კუჭავამ.

სენაკში შუალედური არჩევნები სამ უბანზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სენაკში, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

მაჟორიტარობის კანდიდატი: ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას

მაჟორიტარობის კანდიდატი: არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს






Print