ახალი ამბები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისიძიება ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის რეგიონული გახსნის ღონისძიება გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამას პარტნიორი ორგანიზაცია "ათინათი" განახორციელებს.პრეზენტაციას USAID-ის სამოქალაქი განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პარტნიორი სკოლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს:


- მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში;

- კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის;

- მოსწავლეთა მხარდაჭერას სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებისთვის.


პროგრამაში სამეგრელო-ზემო სვანეთის 74 საჯარო სკოლაა ჩართული.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International საქართველოს მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოს მასშტაბით 650 სკოლაში ხორციელდება.პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
Print