ახალი ამბები
დადიანების სასახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ეზოში ხანძარი გაჩნდა. "საშობაო მეჯლისის" გადაღების დროს, ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ ცეცხლი გენერატორს წაეკიდა. როგორც მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ რადიო "ათინათს" უთხრა, შედეგად არავინ და არაფერი დაზიანებულა.

"გარე პერიმეტრზე იდგა გენერატორი და მას წაეკიდა ცეცხლი. წუთებში მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და ჩააქრეს ცეცხლი. არავინ დაშავებულა, არაა დაზიანებული არც სასახლე, არც მცენარე, არც კომპლექსის რამე ინვენტარი", - აღნიშნა ოყუჯავამ.

ხანძრის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Print