ახალი ამბები
აფხაზეთში სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გრძელდება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები სარეზერვო ქვედანაყოფებთან და ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ ქვედანაყოფებთან გრძელდება.

უწყების ცნობით, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ნაგვალოუს პოლიგონზე პირველი და მეორე ბრიგადები აუმჯობესებენ საბრძოლო უნარებს. ასევე გეგმის შესაბამისად პრაქტიკას იღებს სარეზერვო ბრიგადების პერსონალი. 

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას 3 ოქტომბერს მოაწერა ხელი.


Print