ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სააქციო საზოგადოება "მეთაგ ინშაათ თიჯარეთის" ქართული ფილიალია, რომელმაც სამუშაოები გასულ თვეს დაიწყო.

ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარედ, ყოფილი მეოთხე საჯარო ბაღის ადგილას უნდა განთავსდეს.

ამ ეტაპზე ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ მომსახურებაში თურქული კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 18 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

კომპლექსი კი ექსპულატაციაში 2024 წლის დეკემბერში უნდა შევიდეს. შენობა ორსართულიანი იქნება და მისი საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია. ის შპს "თ-არქიტექტსმა" დააპროექტა.

დოკუმენტაციის თანახმად, კომპლექსში გაერთიანდება სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა. მისი აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის მარტში დააანონსა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
Print