ახალი ამბები
რა ღირს შეშა ზუგდიდში
ზუგდიდში ლეგალურად მოპოვებული ხე-ტყის ფასები წელს არ გაზრდილა. 5 კუბური მეტრი შეშის შესაძენად 350 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა, მთელი სეზონის განმავლობაში, გასათბობად შეშის ეს ოდენობა, როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, არ კმარა.

"წელს ფასები არ გაგვიზრდია, საწვავის ფასმა მოიმატა და თითქმის არაფერი არ გვრჩება. ერთი ოჯახისთვის თუ გაზის გამათბობელი არ აქვთ, 5 კუბური მეტრი საკმარისი არ არის..., - ამბობენ რადიო "ათინათთან" ლეგალურად მოპოვებული ხე-ტყით მოვაჭრეები.

ზუგდიდში სხვადასხვა სახეობის შეშის შეძენა ერთ ფასად არის შესაძლებელი.
Print