ახალი ამბები
ავტობუსებში შეღავათიანი ტარიფით ზუგდიდის საჯარო ბაღების თანამშრომლებიც ისარგებლებენ - მერია

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის ახალი საშეღავათო პირობები საჯარო ბაღების მასწავლებლებისა და ყველა სხვა თანამშრომლისთვისაც დაწესდება.


ისინი ავტობუსით 50 პროცენტიანი ფასდაკლებით იმგზავრებენ. ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ტარიფით სარგებლობა მათთვის, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იანი ფასდაკლების პაკეტით უკვე სარგებლობენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტები, ვეტერანები და სკოლის მოსწავლეები. ამასთან, უფასო სასადილოების ბენეფიციარები, 6 წლამდე ბავშვები და საპატიო ზუგდიდელები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ.

ფოტო: მუნიციპალური ტრანსპორტი

Print