ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში - ეროვნული სატყეო სააგენტოს ოქტომბრის მონაცემები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქტომბრის თვეში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 8 შემთხვევა გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 368.116 კუბურ მეტრამდე მერქანი, 128.87 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 239.246 კუბური მეტრი სამასალე მერქანი.

გასული თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების სულ 17 შემთხვევაა აღრიცხული.
Print