ახალი ამბები
სეზონური გრიპის ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე მსურველებისთვის უფასოა
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 6 თვის ასაკიდან 400-მდე სამედიცინო ცენტრში უფასოა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინის მიღება მსურველებს სამეგრელო-ზემო სვანეთის 125 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ვაქცინა შეიძინა. ეს პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორისაა.

პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
Print