ახალი ამბები
ონჯღორე სი - დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მიმართავს
“ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის მოთხოვნას პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების შესახებ ეხმაურება და პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას მეგრულად მიმართავს. მან პოსტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

„ნიკანორ მელია - ონჯღორე სი! ხაბეს და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები! ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვრებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ჰქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი „ნაციონალურ მოძრაობასთან’?! ამიტომაც ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა", - წერს ზარქუა.


Print