ახალი ამბები
დაგროვებითი პენსიით 2 701-მა ადამიანმა ისარგებლა - სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე დაგროვებითი პენსიით 2 701-მა პირმა ისარგებლა, რაც ჯამში 6 698 273 ლარს შეადგენს.


ამავე ცნობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.78 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 397 მილიონ ლარია.

ამ ეტაპზე საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 მილიონ 337 ათასი ადამიანი.

ფოტო: ინტერნეტი

Print