ახალი ამბები
ფინანსურმა პოლიციამ 120 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 2 ნოემბერს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს მოქალაქე, რომლისგანაც ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია უაქციზო საქონლის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 37 პირი მიეცა,მათგან 9 დაკავებულია.  


Print