ახალი ამბები
შაბათ-კვირას მზიან ამინდს პროგნოზირებენ
მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 12-13 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. მომდევნო კვირის დასაწყისიდან კი სინოპტიკოსები უმეტესად წვიმას, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ.

ჰაერის ტემპერატურა შაბათ-კვირას დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.

Print