ახალი ამბები
2022 წელს 210 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 4 ექიმს შეუჩერდა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


2022 წელს საბჭოს წევრებმა 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

მათ შორის პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

Print