ახალი ამბები
სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არავის გამოუვა - ანა წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პროცესმა, რომელიც ახლა პარტიაში მიმდინარეობს, ორგანიაცია უნდა გააჯანსაღოს და რამდენიმე გვარის დაკავშირება ამ პროცესთან მას აზიანებს. წითლიძე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ხელში ჩაგდება არავის გამოუვა. 

"მე არ მივეკუთვნები კატეგორიას, რომ ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, ვგულისხმობ კეზერაშვილს ან ნებისმიერ სხვას. ამ პარტიაში ვინმეს გავლენებზე საუბარი ან ის, რომ ვიღაცას უნდა პარტია ხელში ჩაიგდოს, სრული აბსურდია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული და ამ პარტიაში თუ ვინმეს გავლენებზე შეიძლება ვისაუბროთ, არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არ გამოუვა არავის, ვინც არ უნდა იყოს ის. საერთოდ ვერ ვხედავ ამ კუთხით პრობლემას. ნებისმიერი ასეთი გვარის, იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ სხვა ვინც ახსენეს, არის ამ პროცესის მხოლოდ დაკნინება, რადგან ახლა რაც პარტიაში ხდება, ამან უნდა გააჯანსაღოს პარტია და გააძლიეროს,"- განაცხადა წითლიძემ.

ამავე თემაზე:

„არ არის სწორი წინასწარ საუბარი, რა მხარე ექნება ზუგდიდის ორგანიზაციას“, - ანა წითლიძე პარტიაში ვითარებაზე


Print
თეგები: ანა წითლიძე / ენმ /