აშშ – ს ხელში ჩაუვარდა ირანის მიერ ერაყის ბოევიკებისთვის გაცემული ბრძანება ,რომლის მიხედვით, სირიაზე ამერიკის დარტყმის შემთხვევაში, ისინი ბაღდადში აშშ–ს საელჩოსა და ასევე აშშ–თან დაკავშირებულ სხვა სამიზნეებს შეუტევენ. წერს The Wall Street Journal.
ამერიკელი სამხედროები ცდილობენ წინასწარ გათვალონ, სირიელთა და მათი მოკავშირეების საპასუხო აქციები, დამასკოში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან, სპარსეთის ყურეში, სადაც აშშ–ის სამხედრო გემებია განლაგებული, ირანის მცირე ზომის ხომალდების გადაადგილებას. ამერიკის ოფიციალური პირები, ასევე შიშობენ, რომ “ ხეზბოლა“– ს ბეირუთში აშშ–ის საელჩოში შეიჭრა შეუძლია. სამხედრო ოპერაციის დაწყების გადადება, რაც გამოწვია ბარაქ ობამას მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, მიიღოს კონგრესის დასტური, ბევრად ზრდის იმის შანსს , რომ ბაშარ ასადის მომხრეები უფრო კოორდინირებულად იმოქმედებენ, წერს გაზეთი.
მასალის გამოყენების პირობები