ახალი ამბები
ხობში ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს. მას 8 წლის გოგონაზე, საკუთარ ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.

დაკავებულს ფოთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
Print