ახალი ამბები
მესტიაში პოლიციის ახალი შენობის აშენება იგეგმება
მესტიაში, გვალდირში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის აშენებაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ამისთვის  ბიუჯეტიდან 7 მილიონ 105 804 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


Print