ახალი ამბები
გალში "კონტრაბანდის" სახით 192 ბოთლი ქართული მინარალური წყალი ამოიღეს
ქალაქ გალში "ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია" ამოიღეს, წერს სააგენტო "აფსნიპრესი" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, საუბარია 192 ბოთლ მინერალურ წყალზე, რომელიც "კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს" თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში.

გავრცელებულ ინფომრაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია ამოღებული და ვინ არის მფლობელი. გამოცემის ცნობით, საუბარია "შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა".

ნოემბრის დასაწყისში სოხუმის "პროკურატურამ" სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ღვინის და და სხვა პროდუქციის "საბაჟო პროცედურების" დარღვევით შეტანის შესახებ. მაშინ ადგილობრივ მაღაზიებში აღმოაჩინეს დაკონსერვებული ხორცპროდუქტები სახელწოდებით "ხაში", რომლის ეტიკეტზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა და რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია, 74 ერთეულის ოდენობით. ასევე  11 ბოთლი მინერალური წყალი "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "ლიკანი", "საირმე.  იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული პროდუქციის "იმპორტი და რეალიზაცია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", ე.წ. საბაჟოზე "საქონლის გადაადგილების პროცედურის დარღვევით მოხდა", ინდმეწარმეების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, განაცხადეს "პროკურატურაში". 

Print