ახალი ამბები
კაცი, რომელმაც ზუგდიდში სხვისი დაწვა სცადა, თავად დაიღუპა
დაიღუპა მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეზობელს ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მამაკაცი დაზიანებების შედეგად წუხელ დაიღუპა. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას განაგრძობს კიდევ ორი პირი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაღუპულს ფქისიკური პრობლემები ჰქონდა.
Print