ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველ თვე 200 ლარს მიიღებენ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დამარება თვეში 200 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"სოციალური მიმართულებით, ჩვენ მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იყო პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება, თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ და 2023 წლის პირველი ივლისიდან, ეს თანხა გახდება 200 ლარი, ანუ თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print