ახალი ამბები
უფასო სასადილოს პროგრამისთვის ზუგდიდის მერიამ 292 059 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 300  მოქალაქის ყოველდღიური ერთჯერადი კვებითი მომსახურების გაწევისთვის, 292 059 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. კომპანიას,რომელიც ამ ტენდერში გაიმარჯვებს, მომსახურების ვალდებულება 2023 წლის 3 იანვრიდან წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაეკისრება.

შარშანდელთან შედარებით უფასო სასადილოს უზუნველსაყოფად 60 000 ლარით მეტი გამოიყო,მიმდინარე წელს უფასო სასადილოს პროგრამაში 280 ბენეიფიცარია ჩართული, მომავალი წლიდან კი მათი რიცხვი 20-ით გაიზრდება.

მიმწოდებელ კომპანიას ასევე ეკისრება ვალდებულება, უფასო სასადილო შესაბამისი ფართი უზრუნველყოს.


Print