ახალი ამბები
ათასწლეულის ინოვაციის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის სენაკელი მოსწავლეა - გუნდი NASA-ს საზაფხულო ბანაკში მიემგზავრება
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის ფინალის გამარჯვებული LIGGA გახდა, რომლის წევრი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე გიორგი ტყებუჩავაა.

გამარჯვებულები აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში გაემგზავრებიან.

სკოლის ინფორმაციით, კონკურსში, ასევე, მონაწილეობდა სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე საბა ხაბურზანია გუნდით Atemporal, რომელიც კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა. შედეგად, კონკურსანტები პოლონეთში EPAM Garage Innovation Community ცენტრს გაეცნობიან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის დაჯილოდების ცერემონია გუშინ გაიმართა.

Print