ახალი ამბები
ონარიაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ონარიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც ამჟამად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამშველო ბრიგადა მუშაობდა, შედეგად, ცეცხლის კერების ლოკალიზება მალევე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა შენობის ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ამჟამად აღნიშნულ შენობაში დევნილი ოჯახებიც ცხოვრობენ.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. პირველადი ვარაუდით, ხანძარი, შესაძლოა, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში ელექტროკაბელების აალებამ გამოიწვია.
Print