ახალი ამბები
სამეგრელოში შაბათ-კვირას აცივდება
მომდევნო ორი დრის განმავლობაში სამეგრელოში ნალექიან ამინდს და ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ. როგორც რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, შაბათს იწვიმებს, ტემპერატურა კი 9-11 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება კვირას, სინოპტიკოსები პერიოდულად წვიმას და ტემპერატურის კიდევ უფრო ვარდნას პროგნოზირებენ.

მესტიაში კი შაბათ-კვირას თოვლს ელოდებიან.
Print