ახალი ამბები
უკრაინაში დღეს დაღუპული 5 მებრძოლიდან რამდენიმე სამეგრელოდანაა
უკრაინაში, ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი მეომრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათგან რამდენიმე სამეგრელოდანაა, ერთი კი აფხაზეთიდან დევნილია.

სულ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას 32 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
Print