ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლებიდან ერთი ჩხოროწყუში, მეორე კი ფოთში ცხოვრობდა
თანამებრძოლები უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლების ცხედრების გამოყვანას ცდილობენ. პარალელურად ცნობილი გახდა მათი ვინაობაც. უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი მეომრიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია, მათ შორის რომეო ფიჩხაია ჩხოროწყუში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, როლანდ კვარაცხელია კი ფოთის დევნილთა დასახლებაში.

დაღუპულებს შორის აფხაზეთელი ბადრი მარკელია და ავთო რურუაცაა. მეხუთე გარდაცვლილი დავით ალადაშვილია. გავრცელებილი ცნობით, ქართველი მეომრები რუს ოკუპანტებს ბახმუტთან ბრძოლის დროს ემსხვერპლნენ.

უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი შეეწირა
Print