ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ

უკრაინაში, ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ცხედრების გამოყვანას ჯარისკაცები ამ დრომდე ვერ ახერხებენ,

ოპერაცია უკვე მესამე დღეა გრძელდება.

ხუთი ქართველი მებრძოლი ბახმუტის რეგიონში სამ დეკემბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას შეეწირა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 33 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


 

Print