ახალი ამბები
ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 50-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 569 ფაქტი გამოავლინდა, მათ შორის, 498 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 71 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. ამავე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 33 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 52 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში.


ჯამში ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 119 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი. ამოღებულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


Print