ახალი ამბები
ავარია ჭალადიდში-ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული

სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ინციდენტი ჭალადიდი-ფოთის გზის მონაკვეთზე,საღამოს საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე კი გაჩერებულ ტრაილერს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.


 

Print