ახალი ამბები
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი -"გირჩი - მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" საერთო შეხვედრა ზუგდიდში
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი - ამ საკითხებზე იმსჯელეს საჯარო შეხვედრაზე "დროას", "სტრატეგია-აღმაშენებლისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეებმა ზუგდიდში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში შეკრებილების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
Print