ახალი ამბები
ბოლო 11 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 3 მილიარდს გადააჭარბა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმი) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი - 3,159,558,975 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღემატება (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

„2022 წლის ნოემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ფოტო: Vizitsamegrelo
Print