USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
16:14 / 16.12.2022
"ათინათის" ორგანიზებით USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია გაიმართა.
ნიკოსეულ სასახლეში შეკრებილებმა ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან ხაზი გაესვა "ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ზუგდიდის მასშტაბით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები იქნებიან გაერთიანებული. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ძირითადი მიმართულებების გამოყოფა:
· ახალგაზრდული ცენტრის ეკონომიკური ინტეგრაცია;
· საკვანძო კომპეტენციებისა და სასიცოცხლო უნარების განვითარება;
· ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;
· ამერიკული და დასავლური განათლების შესახებ ინფორმირება.ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
მასალის გამოყენების პირობები